დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება. რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? პირველ ვიდეო კადრებში, სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილი არის კლოუნი, ის არაა საქართველოში”
მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“. „რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, […]
შსს – “სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს”
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება. „ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც […]
„დილა მშვიდობისა, საქართველო“ – მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია – 2 ვიდეო
„არ გამიკვირდება, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრან“ – გია ნოდია
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 40%-ზე მეტი არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. – შემდეგ წამოვა ვადამდელზე მმართველი პარტია? – ეგ სხვა საკითხია. ის, რა თქმა უნდა, ეცდება, არ წამოვიდეს. არ მაქვს პროგნოზი ამაზე, საბოლოოდ დასთანხმდება თუ არა, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ნორმალური ცხოვრება არ გვექნება, რა შედეგიც არ უნდა დაიდოს […]
სად გაქრა სააკაშვილი – ჟურნალისტებმა კიევში ის ვერსად ნახეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე დღეა მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის. “პირველები” დღეს კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკებში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა, თუმცა კარი არავინ გაუღო. ადგილზე მთელი დღეა ჟურნაალისტები მორიგეობენ, თუმცა კამერების წინ არ ის გამოჩენილა. “პირველების” ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ორგანიზებულ თვითმართველობების ფორუმს უნდა დასწრებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, სამთავრობო ღონისძიებაზე არ […]
რომან გოცირიძე – „საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებს“
„საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში – მისი პოლიტიკური პატიმრობა მოკლე ხნიანი იქნება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მას არც ამომრჩეველი და არც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამო ციხეში დიდი ხნით არ დატოვებენ. გოცირიძე ასევე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი სხვაგან დასვან […]
ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში ემიგრანტებთან ერთად – რა ხდება სარფში
ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები დღეს ქალაქ ხოფაში შეკრებას და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აანონსებენ. შეცვლის თუ არა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გემებს და ჩამოვა თუ არა საქართველოში ემიგრანტებთან ერთად – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ემიგრანტებმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვები გაავრცელეს და დღეს 30 სექტემბერს საქართველო- თურქეთის საზღვართან შეკრება დააანონსეს. “პირველების” ინფორმაციით, დღეს ადგილზე […]
2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე “ოცნებამ” მიიღო 8 მილიონზე მეტი, ნაციონალებმა – 1 მილიონზე ნაკლები
2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ 12.871.714 ლარის შემოსავალია მიღებული, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. 10.319.989 ლარი შემოწირულობებია, 1.972.996 ლარი – საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო 578.729 ლარი სხვა შემოსავლები. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჯამური შემოსავალი 8.287.870 ლარია, აქედან შემოწირულობა – 7. 837.030 […]
თაკო ჩარკვიანი – “გომელაურს უნდა შევხვდე, რომ სააკაშვილის თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდეს აეროპორტში”
წერილი დავუგზავნეთ ყველა აკრედიტებულ დიპლომატს საქართველოში, ყველა ელჩს, მათ შორის ევროკავშირს, ეუთოს, ყველას – ვითხოვთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სააკაშვილთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი განცხადებით, სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ სახალხო მოძრაობაში 104 ათასი წევრია და მის დასახვედრად ნახევარი მაინც მივა. […]










