ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში ემიგრანტებთან ერთად – რა ხდება სარფში

ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში ემიგრანტებთან ერთად - რა ხდება სარფშიევროპაში მცხოვრები ემიგრანტები დღეს ქალაქ ხოფაში შეკრებას და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აანონსებენ.

შეცვლის თუ არა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გემებს და ჩამოვა თუ არა საქართველოში ემიგრანტებთან ერთად – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ემიგრანტებმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვები გაავრცელეს და დღეს 30 სექტემბერს საქართველო- თურქეთის საზღვართან შეკრება დააანონსეს.

“პირველების” ინფორმაციით, დღეს ადგილზე სუს-ის მობილიზება იგეგმება.