“ოცნება” – 35%, ნაციონალები – 30%, გახარიას პარტია – 9% – იპსოსის კვლევა

"ოცნება" - 35%, ნაციონალები - 30%, გახარიას პარტია - 9% - იპსოსის კვლევარომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – (მთელი ქვეყნის მასშტაბით) – იპსოსის კვლევის შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება – 35%
ნაციონალური მოძრაობა – 30%
საქართველოსთვის – 9%
ევროპული საქართველო – 4%
ხალხისთვის – 4%
ლელო – 3%
მესამე ძალა – 3%
ლეიბორისტული პარტია – 3%
გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
დროა – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები – 3%
ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.

კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით. IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.