„იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი“ – გიორგი გახარია 20 ივნისზე

„იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი“ – გიორგი გახარია 20 ივნისზეპარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე და ყოფილი  შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ  2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, ზუსტად იგივენაირად მოიქცეოდა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერზე, რაც იმ ღამით მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. ყოველთვის ვამბობდი, და ახლაც ვიმეორებ, პასუხისმგებელი ვიყავი მე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც ასევე ნათქვამი მაქვს, იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი, პასუხისმგებლობით ვამბობ ამას”  – გააცხადა გიორგი  გახარიამ ფორმულას ეთერში.