გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დიდი რაოდენობით ხილი სანაგვეზეა დაყრილი, ხევი კი ფაქტობრივად ატმის ნაგავსაყრელადაა ქცეული. არასაკმარისი მოთხოვნის გამო გლეხები მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ. შედეგად, ბაზარზე გასაყიდად გატანილი პროდუქცია ფუჭდება, ადგილობრივები კი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ცხელ და მზიან ამინდში. ე.წ. ყიტაანის ატმის ბაზარში გასაყიდი ხილით დატვირთული ავტომობილების რიგები დგას. თუ გლეხები ვაშლატამას […]
კატეგორია: რეგიონი
შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა
შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა. ამის შესახებ ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მან ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. თუ რა ვითარებაში დაესხა თავს დათვი ადამიანებს, საკრებულოს წევრებს კითხვა არ გასჩენიათ. ან რატომ ჰყავთ დათვი მონასტერში, სადაც უამრავი ადამიანი მიდის დასათვალიერებლად? როგორც ირინა ფარეხელაშვილმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, […]
ქუთაისის მერიასთან მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო
ქუთაისში, 48 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქემ, ზურაბ სანიკიძემ მერიასთან შიმშილობა დაიწყო. კაცი ამბობს, რომ 4 წლის წინ სახლის გარეშე დარჩა. ის მერიისგან საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვს. “ვარ უპატრონოდ, ქუჩაში ვცხოვრობ, ვარ ისეთი ინვალიდი, საავადმყოფო მე ხშირად მჭირდება, სოციალური არ მაქვს, ფული არ მაქვს რომ გადავიხადო და მომწოდებელი რომ მყავდეს და სახლ-კარი რომ მქონდეს, არც […]



