შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა

შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინაშატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა.
ამის შესახებ ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მან ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
თუ რა ვითარებაში დაესხა თავს დათვი ადამიანებს, საკრებულოს წევრებს კითხვა არ გასჩენიათ. ან რატომ ჰყავთ დათვი მონასტერში, სადაც უამრავი ადამიანი მიდის დასათვალიერებლად?
როგორც ირინა ფარეხელაშვილმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, დათვმა დაკბინა მონასტერში დროებით მყოფი პირები. რა რეაგირება მოახდინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქარელის საკრებულოს წევრები არ დაინტერესდნენ.
რუის-ურბნისის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა შიო [უბილავამ] გვითხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ჰყავთ თუ არა ისევ დათვი მონასტერში.