კატეგორია: სამართალი

გარდაბანში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გარდაბანში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს და მიიმალნენ. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სოფელ ყარათაკლიაში შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს “მედერს” შორის, რომლის საფუძველზე, ,,სოფლის განვითარების […]

ბოლნისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ბოლნისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს – სოფელში თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. ირკვევა, რომ ქალი  ერთი თვის წინ გათხოვდა. ქალის ცხედარი ახლობელმა წყალში იპოვა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ტვ პირველი

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა – ავჭალის პოლიციასთან მისი მანქანა დგას

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა - ავჭალის პოლიციასთან მისი მანქანა დგას

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა და ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას. გაუჩინარებამდე,  ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა. “გაფარჩაკებული,  პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა”, – წერს ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა. გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება […]

პროკურატურა გერმანიას გიგი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს

პროკურატურა გერმანიას გიგი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს

გენერალური პროკურატურა საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ […]

ვაზისუბანში არასრულწლოვანებმა სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ვაზისუბანში არასრულწლოვანებმა სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ვაზისუბანში გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა – არასრულწლოვანებმა სუპერმარკეტი “ზღაპარი” დააყაჩაღეს. წაღებულია დიდი ოდენობით თამბაქო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. სამართალდამცველებმა კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

ნიკა თოიძე, რომელიც ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციას ჩაბარდა

ნიკა თოიძე, რომელიც ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციას ჩაბარდა

ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ფორმულას მისმა მამამ, გია თოიძემ უთხრა. დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს. თვითმხილველებმა ფორმულასთან თქვეს, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, […]

გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს

გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს

გენერალი  გიგი კალანდაძე დააკავეს. “პირველების”  ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. კალანდაძე აგვისტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. კალანდაძესთან დაახლოებული პირი, გიორგი კასრაძე “პირველებთან” ამბობს, რომ კალანდაძე პატრიოტია და მის დაკავებაში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ბოლოს გიგისთან ერთი ორი […]

ადიგენში 24 წლის ბიჭი დაჭრეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 18 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივების თქმით, 24 წლის ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, სოფელ არლიდან არის. დაჭრილი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ. მკურნალი ექიმების თქმით, ტომოგრაფიაზე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ გამოვლენილა. მანამდე კი სოფელ არლის მკვიდრს პირველადი დახმარება და გადაუდებელი ოპერაცია ახალციხის […]

ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

“კურიერმა” ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს. სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. “კურიერი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა.