ადიგენში 24 წლის ბიჭი დაჭრეს

ადიგენში 24 წლის ბიჭი დაჭრესადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 18 დეკემბერს მოხდა.

ადგილობრივების თქმით, 24 წლის ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, სოფელ არლიდან არის. დაჭრილი თბილისში გადაიყვანეს.

პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ. მკურნალი ექიმების თქმით, ტომოგრაფიაზე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ გამოვლენილა.

მანამდე კი სოფელ არლის მკვიდრს პირველადი დახმარება და გადაუდებელი ოპერაცია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, გვიან ღამით ჩაუტარდა.