ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს

ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს“კურიერმა” ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს.

სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. “კურიერი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა.