თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას დაკითხავენ. მიხეილ სააკაშვილის ბიძის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა. ის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება. გამოძიებას შსს-ს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს. ალასანია საქართველოში 2 დღის წინ […]
კატეგორია: სამართალი
„ეს ტრაგედია მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება” – მერაბ კობიაშვილი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართლებულმა მერაბ კობიაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. მედიასთან პირველ კომენტარში მან თქვა, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ეს დიდი ტრაგედია იყო. მან ნაფიც მსაჯულებს და ადვოკატებს მადლობა გადაუხადა. “ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალინ დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მაინც […]
მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი. კობიაშვილი გამართლდა ორივე ბრალდებაში – განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში. გორის რაიონულ სასამართლოსთან მსაჯულების გადაწყვეტილებას მოკლული ახალგაზრდას, თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრები აპროტესტებენ. მასალის გამოყენების პირობები
ხალვაშისა და ოქრუაშვილის დავა გრძელდება – „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი სასამართლო
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო
ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენარადგან რეპლიკისთვის დრო სჭირდებოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს. მოსამართლე გიორგი არევაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა 11 იანვარს, დილის […]
მიხეილ სააკაშვილის ბიძა დაკითხვაზე დაიბარეს
მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ავრცელებს: “გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. […]
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა, რადგან 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. აღნიშნულის შესახებ “საიას” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს: “სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება. ბევრად უფრო […]
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია 4 პირი
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავა. მარნეულში დაკავებული ბ.ზ.-ს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”. ფონიჭალაში დაკავებული ბ.გ-ს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ზუგდიდში დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი […]
ბორჯომის პარკთან მამაკაცი გარდაიცვალა
ბორჯომში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან კაცი გარდაიცვალა. ის კვადროციკლებს აქირავებდა. “სამხრეთის კარიბჭე” წერს , რომ გავრცელებული ინფორმაციით, მის გარდაცვალებას წინ კონფლიქტი უძღოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი კონფლიქტის შემდეგ ცოტა ხანში ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. კონკრეტულად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.









