ბორჯომის პარკთან მამაკაცი გარდაიცვალა

ბორჯომის პარკთან მამაკაცი გარდაიცვალაბორჯომში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან  კაცი გარდაიცვალა. ის კვადროციკლებს აქირავებდა.  “სამხრეთის კარიბჭე” წერს , რომ გავრცელებული ინფორმაციით, მის გარდაცვალებას წინ კონფლიქტი უძღოდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი კონფლიქტის შემდეგ ცოტა ხანში ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. კონკრეტულად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.