კატეგორია: სამართალი

ზურაბ ბერიძე – “ანასტასია შატალოვა ბოლო 6 თვეა, არ მინახავს”

ზურაბ ბერიძე - "ანასტასია შატალოვა ბოლო 6 თვეა, არ მინახავს"

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, თბილისში მოკლულ ქალთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა და მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. „მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. თბილისში, […]

“ანასტასია ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ”

"ანასტასია ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ"

თბილისის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ “ტვ პირველმა” ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. ანასტასია შატალოვას ადვოკატი, ლალი ბიბილეიშვილი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შატალოვამ შვილის ბიოლოგიურ მამას სამართლებრივი დავა მოუგო, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობა დაულაგდა. ზურაბ ბერიძემ დედას შვილი დაუბრუნა, წყვილი კი საცხოვრებლად ერთად გადავიდა: ანასტასია შატალოვასთან ბოლო კომუნიკაცია, მიმდინარე წლის ივნისის თვეში მქონდა. მითხრა, რომ ის […]

“სახეში ორჯერ გამარტყა” – გორში სუსის ყოფილმა თანამშრომელმა ქალის გატაცება სცადა

"სახეში ორჯერ გამარტყა" - გორში სუსის ყოფილმა თანამშრომელმა ქალის გატაცება სცადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ქალის  გატაცებაშია ბრალდებული. დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. მსხვერპლი 25 წლამდე ქალია. გამტაცებელი კი 28 წლის ბესიკ წკრიალაშვილი. მას თანამზრახველიც ჰყავდა, სოსო მარანელი, რომელიც გორის სპორტის სააგენტოს თანამშრომელია. სამართალდამცველებმა საჯარო მოხელე უკვე დააკავეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბესიკ წკრიალაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკვე გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა. დაზარალებული “მთავარ არხს” უყვება, რომ წკრიალაშვილმა […]

ანასტასია შატალოვას მკვლელი სახლის სადარბაზოსთან ელოდა – ახალი დეტალები

ანასტასია შატალოვას მკვლელი სახლის სადარბაზოსთან ელოდა - ახალი დეტალები

“პირველების” ინფორმაციით, თბილისში მოკლული 25 წლის ქალი ანასტასია შატალოვაა.  ის ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს, შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და ყოფილ მაღალჩინოსანთან სამართლებრივ დავას აწარმოებდა. სატელევიზიო არქივში არსებობს შატალოვას ხმაურიანი ინტერვიუები, სადაც ქალი ყვებოდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაართვა და მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. “პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, პოლიცია ზურაბ ბერიძის სახლში შევიდა, ყოფილი […]

ადვოკატი საძაგლიშვილი – “სააკაშვილს წნევის ცვალებადობა ჰქონდა, მაგრამ თავს მხნედ გრძნობს”

საძაგლიშვილი - "სააკაშვილს უთხრეს, რომ ციხის საწყობში ტელევიზორები არ აქვთ"

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, ვიდრე ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩავიდეს შეხვედრების ოთახში და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ნიშნავს, რომ […]

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. “კურიერის” ინფორმაციით, ბერიძის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე 1 საათია მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ, დღეს დილით, თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას რამდენიმე თვის წინ დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს.

საბურთალოზე მოკლული ანასტასია შატალოვაა – ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა

საბურთალოზე მოკლული ანასტასია შატალოვაა - ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა

თბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. “ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ სამართალდამცველები. პოლიციას არ გამოვუკითხივართ. შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო, გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა ეს ხმა […]

“ცოცხალი ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს” – რა მოხდა რუსთავში

"ცოცხალი ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს" - რა მოხდა რუსთავში

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს  უჩივის. კოვიდით გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ქალი ვირუსს ექიმების დაუდევრობის და უყურადღებობის გამო შეეწირა. ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ის გარდაცვლილად გამოაცხადეს და უყურადღებოდ დატოვეს. ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ  გადასვენების მიზნით მისულ ოჯახს ადგილზე პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა. პირველი საათიდან საღამოს 9 საათამდე, გარდაცვლილი არ […]

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებს სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შშექმნას ედავებიან. ირკვევა, რომ დაკავებულები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იაფიან თამბაქოს ეზიდებოდნენ და მოგებიდან წილი ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიჰქონდათ. სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი აიყვანეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, ქალაქ ამიენის პოლიციამ 61 ჩხრეკა ჩაატარა და სიგარეტით უკანონოდ ვაჭრობისა და მოპარული ავტომობილების გაყიდვის გამო სომხებისა და ქართველების ჯგუფები დააკავა. […]

თბილისში საბურთალოზე უცხოელი ქალი მოკლეს

თბილისში საბურთალოზე უცხოელი ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბრალდებული დაკავებული არ არის. შემთხვევა კამანის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ქალს 7 ტყვია მკვლელმა მიჯრით ესროლა. 30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ადგილზე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.