თბილისში საბურთალოზე უცხოელი ქალი მოკლეს

თბილისში საბურთალოზე უცხოელი ქალი მოკლესთბილისში, საბურთალოზე ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ბრალდებული დაკავებული არ არის.

შემთხვევა კამანის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ქალს 7 ტყვია მკვლელმა მიჯრით ესროლა.

30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.