კატეგორია: სამართალი

რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა

რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალურირეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე. როგორც […]

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ

პოლიციამ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და ერთ-ერთი ასეთი გადაადგილებისას დააკავეს ისინი წყნეთში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებულები ახლა წყნეთის პოლიციის განყოფილებაში არიან. ბრალდებულებს უახლოეს მომავალში გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან […]

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბაზრობაზე საყიდლებზე წავიდნენ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. თუ რა ვითარებაში, ან სად მოხდა მიმალვაში მყოფი პირების დაკავება, ეს უცნობია. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მათ საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით […]

“დაულევიათ, გამოკიდებია, დანა დაურტყამს” – თიანეთში მკვლელობის დეტალები

"დაულევიათ, გამოკიდებია, დანა დაურტყამს" - თიანეთში მკვლელობის დეტალები

თიანეთში, სოფელ ჟებოტაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 59 წლის გოჩა ფირცხალავა სახლში მშობლების სანახავად იყო ჩასული, ალკოჰოლური თრობის შემდეგ კი, მასსა და მის მამას, დემურ ფირცხალავას, შორის კონფლიქტი მოხდა. სიტყვიერი დაუპირისპირდა, მალევე სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც 81 წლის კაცმა შვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. უცნობია რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. […]

თიანეთში 81 წლის მამამ 59 წლის შვილი მოკლა

თიანეთში 81 წლის მამამ 59 წლის შვილი მოკლა

თიანეთის მუნიციპალიტეტში შვილის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. უწყების ცნობით, 81 წლის მამამ 59 წლის შვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის […]

“ნათლიაჩემის ქმარმა ჩემი სექსუალური შევიწროება სცადა” – რას ყვება 18 წლის ქალი

"ნათლიაჩემის ქმარმა ჩემი სექსუალური შევიწროება სცადა" - რას ყვება 18 წლის ქალი

ქობულეთში ახალგაზრდა ქალი ნათლიის მეუღლეს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ის ყვება, შემთხვევა 2 თვის წინ მოხდა. 31 წლის კაცი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია. 18 წლის გოგონა ყვება, რომ ის ნათლიასთან სტუმრად იყო, როდესაც კაცმა  მისი გაუპატიურება სცადა. “ნათლიაჩემის ქმარმა ჩემი სექსუალური შევიწროება სცადა, რა თქმა უნდა მივმართე პოლიციას. იყო მცდელობები, რომ მაგალითად ბავშვები ჰყავს შეიბრალე, ამ […]

ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს. სოფელ ქვიანში რუსლან წულაძის დედას საფლავი გაძარცვული დახვდა. წაღებულია ალუმინის ნაკეთობები და საფლავის ჭიშკარი. როგორც ლიდია ინგინა ამბობს, შვილის საფლავზე ყოველდღე დადის, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო ბოლო დღეებში მისვლა ვერ მოახერხა და ფაქტის შესახებ 5 ოქტომბერს შეიტყო. მისივე განცხადებით, საფლავიდან მცირე ნივთები სხვა დროსაც იკარგებოდა, მაგრამ ჭიშკრის მოპარვის შემთხვევა პირველია. შემთხვევა ლანჩხუთში გუშინ მოხდა. ინგინამ პოლიციას მაშინვე […]

საძაგლიშვილი – “სააკაშვილს უთხრეს, რომ ციხის საწყობში ტელევიზორები არ აქვთ”

საძაგლიშვილი - "სააკაშვილს უთხრეს, რომ ციხის საწყობში ტელევიზორები არ აქვთ"

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუცხადეს, რომ „ტელევიზორები საწყობში არ აქვთ”, რის გამოც მის საკანში ტელევიზორის დადგმა ვერ ხერხდება. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს როგორც ზარების განხორციელების, ასევე სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ ეძლევა და მისი პროცესებზე დასწრებით, ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ იხილოს რამდენად მედგრად და მტკიცედ არის მიხეილ სააკაშვილი. „ეს კეთდება, რათა სააკაშვილს არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, […]

“სააკაშვილი მზადაა, ლაივში ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი, ღარიბაშვილმა კი კანცელარიაში ჩააბაროს” – ადვოკატი

ადვოკატი ბასილაია _ "პროკურატურამ ციხეს მოსთხოვა, რომ სააკაშვილს დარეკვის უფლება არ ჰქონდეს"

მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ბასილაია ასევე მოუწოდებს საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ნარკოტესტი მანაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაიტაროს. “მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, […]

“ყველას დიდ სიურპრიზს ვუმზადებ” – ვახტანგ ჩარკვიანის მამა შვილის გარდაცვალებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩარკვიანმა განუცხადა, მას არაერთი მტკიცებულება მოეპოვება, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზებთან კავშირშია. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხვალ ბატონი ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შემაქვს, სადაც ვითხოვ 20 წლის ბიჭის, სპორტსმენის, ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ობიექტურმა გამოძიებამ […]