ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში მიტოვებულ სახლში იმალებოდნენპოლიციამ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და ერთ-ერთი ასეთი გადაადგილებისას დააკავეს ისინი წყნეთში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაკავებულები ახლა წყნეთის პოლიციის განყოფილებაში არიან. ბრალდებულებს უახლოეს მომავალში გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.