“ნათლიაჩემის ქმარმა ჩემი სექსუალური შევიწროება სცადა” – რას ყვება 18 წლის ქალი

"ნათლიაჩემის ქმარმა ჩემი სექსუალური შევიწროება სცადა" - რას ყვება 18 წლის ქალიქობულეთში ახალგაზრდა ქალი ნათლიის მეუღლეს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ის ყვება, შემთხვევა 2 თვის წინ მოხდა.

31 წლის კაცი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია.

18 წლის გოგონა ყვება, რომ ის ნათლიასთან სტუმრად იყო, როდესაც კაცმა  მისი გაუპატიურება სცადა.

“ნათლიაჩემის ქმარმა ჩემი სექსუალური შევიწროება სცადა, რა თქმა უნდა მივმართე პოლიციას. იყო მცდელობები, რომ მაგალითად ბავშვები ჰყავს შეიბრალე, ამ დროს მეც ბავშვი ვიყავი, არ ვითხოვდი, რომ აქცენტი ჩემზე გადმოსულიყო, უბრალოდ თავიანთი შვილები წარმოედგინათ იმ მომენტში ჩემ ადგილას.

თავისი 2 შვილი იყო იმ ოთახში, ისე ცდილობდა ძალა გამოეყნებინა, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავი დამეცვა, როგორც კი საშუალება მომეცა, იმ სახლიდან გამოვიქცეი”, – ყვება გოგო.
სავარაუდო დაზარალებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, სადაც ვარაუდობენ რომ ბრალდებულს გავლენიანი სანათესაო ჰყავს, რომელიც გამოძიებაზე ზეგავლენას ცდილობს.

მთავარი