ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული პირები 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან. ამბების ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის ჯეირან ჭელიძის შვილია. ორივე მათგანზე შსს-ს ძებნა აქვს გამოცხადებული. ჯეირან ჭელიძე გარდაბნის საკრებულოში ფრაქცია “მაჟორიტარის” თავმჯდომარე იყო. მისი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯეირან ჭელიძეს ჰყავს მეუღლე, 39 წლის თეკლე გავაშელიშვილი და 2 შვილი – 21 […]
კატეგორია: სამართალი
“ნიკო კვარაცხელია 20 წლის აკო ჭელიძემ მოკლა” – პოლიციამ აკო ჭელიძესა და 21 წლის გიორგი კავილაძეზე ძებნა გამოაცხადა
შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიცია 2 პირს – 20 წლის აკო ჭელიძეს და 21 წლის გიორგი კავილაძეს ეძებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, […]
პოლიციამ ამოიღო 8.000 ლარი, 44 აბი სუბოქსინი, 247 შეკვრა ნარკოტიკი – აჭარაში 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე […]
პოლიციამ უცხოეთის მოქალაქე რ.ვ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და […]
“ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის შსს გიორგი კავილაძეს და კაკი ჭელიძეს ეძებს” – ელისო კილაძე
ჟურნალისტ ელისო კილაძის წყაროს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის შსს 2 პირს ეძებს, თავად მკვლელობა კი მისივე თქმით, წარსულში მომხდარს უკავშირდება და მოტივი შურისძიებაა. ერთი მათგანი გახლავთ გიორგი კავილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ნათლული და მეორე გახლავთ კაკი ჭელიძე, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის, ივერი ჭელიძის ნათესავი – ამბობს კილაძე. მთავარი
პროკურატურა – “მეგის ქარდავას 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი”
საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინიდან არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის ძებნილი მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა. უწყება უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. „უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში […]
უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა
8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში ელოდებიან. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოჰყავთ. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო. 2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამადასტურებელი ფიქტიური […]
გია კვარაცხელიას 20 წლის წინ მოსკოვში დავით კაკულიას აფეთქებას აბრალებდნენ
იაკრიმინალური ავტორიტეტის, გია კვარაცხელიას, 22 წლის შვილის, ნიკა კვარაცხელიას, მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ვერ აკავებს. “ტვ პირველისთვის” კი ფიქრის გორაზე მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 22 წლის მამაკაცს ქილერი უთვალთვალებდა, მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა და გადამწყვეტ მომენტში 9 ტყვია ესროლა. მკვლელი სახეს სამედიცინო პირბადით იფარავდა და შავ კეპს ატარებდა. “პირველების” […]
მაია რჩეულიშვილი ციხიდან გამოვიდა
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმება კი „მიონის“ ეპიზოდზე მოხდა. ცნობისთვის, […]
მაია რჩეულიშვილი ციხიდან გამოდის
„ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს. მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო […]









