თბილისში ჩაცხრილული 22 წლის ახალგაზრდა- ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთის მიხედვით, მკვლელობა ნიკა კვარაცხელიას მამის კრიმინალურ საქმიანობას უკავშირდება. ნიკა კვარაცხელიას მამა, გია კვარაცხელია, კანონიერი ქურდია, ერთ-ერთი ვერსიით, მან 20 წლის წინ ასევე კრიმინალური ავტორიტეტი, დავით კაკულია, მოკლა. კაკულიას შვილმა შურისძიება სისრულეში 20 წლის შემდეგ მოიყვანა. სამეგრელოში, სადაც კაკულია ცხოვრობს, ამბობენ, რომ […]
კატეგორია: სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელის ვინაობა ცნობილია – მკვლელობა უცხოეთში დაიგეგმა
“კურიერმა” გაარკვია, რომ ვერაზე მომხდარ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული სავარაუდოდ დაქირავებული ქილერია. “რუსთავი 2-სთვის” ასევე ცნობილია მისი ვინაობაც, ვრცლად ამის შესახებ, 9 საათიან “კურიერში” მოგიყვებით. მკვლელობა სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა. საქმეში ასევე ფიგურირებს გია კვარაცხელიასთან დაპირისპირებული კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახი. რუსთავი 2
გირჩმა სუსთან მანქანა დაამტვრია
ხმაური სუს-ის შენობასთან – “გირჩი-მეტი თავისუფლებამ” სუს-თან პერფომანსი გამართა და ადგილზე წინასწარ მიყვანილი ავტომობილი დაამტვრია. ვიდეოპერფორმანსის გადაღებას სამართალდამცავებსა და პარტიის წრამომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პერფომანსის დროს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი, სამართალდამცველებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბორის ჩელე ყურუა. ტვ პირველი
პროკურატურა ტვ პირველში შევიდა
პროკურატურა ტვ პირველში – საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ტელევიზიაში იმის დასადგენად მოვიდნენ, როდის და ვის მიერ იქნა გამოგზავნილი ბმული, სადაც სუსი-ს საიდუმლო ფაილები იყო ატვირთული. პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ ტვ პირველი დათანხმდა, ეჩვენებინა როდის და საიდან შემოვიდა შეტყობინება ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ […]
ნიკა კვარაცხელიას მამა გია კვარაცხელია კანონიერ ქურდად პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა მონათლეს
გუშინ, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული 22 წლის ნიკო კვარაცხელია გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის შექმნა. მოკლული მამაკაცი ცნობილი “კანონიერი ქურდის” გია კვარაცხელიას ვაჟია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს. გია კვარაცხელია კანონიერ ქურდად 24 წლის […]
“დაჭრილი ნიკა გონზე იყო, არ ვიცი, ვინ იყო და რა უნდოდაო” – რას ყვება მოწმე, რომელმაც ნიკა კვარაცხელია კლინიკაში წაიყვანა
“პირველებმა” ფიქრის გორაზე ჩაცხრილული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე ჩაწერა. შემზარავი ამბის თვითმხილველი “პირველებს” უყვება, რომ 9 ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით წაიყვანა. კვარაცხელია კლინიკაში მიყვანამდე გონზე იყო. მსხვერპლი ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და არ იცოდა, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ. – ოფისში ვმუშაობდი, როცა სროლის ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ სავარაუდოდ […]
“თირკმელი ამოაჭრეს, კუჭი ჰქონდა გახვრეტილი, ნაწლავიც ამოუკერეს” – წყნეთში მასშტაბური სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა
ტვ პირველმა წყნეთში, გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები გაარკვია – როგორც დევნილთა დასახლებაში “პირველების” კორესპონდენტს უყვებიან, ორმხრივი სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ქალი, მას ბრმა ტყვია მოხვდა. სისხლიან დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, სროლა კი დევნილთა დასახლებაში 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. “ტვ პირველი” დაჭრილი ქალის, ია ქვაჩახიას დედას ესაუბრა. მისი […]
ლევან აბლოთია – “ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი” – მთავარის ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს
ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია “ნიუ ჰოსპიტალიდან” ცოტა ხნის წინ გაწერეს. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტიის ოფისში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა. “აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 […]
დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში – დააკავეს 10 ადამიანი
მასშტაბური სპეცოპერაცია შიდა ქართლში – საერთო ჯამში დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. მათ ბრალად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადამიანი გორში, სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთის პარალელურად, გამთენიისას აიყვანეს. სპეცოპერაციის ერთი ნაწილი გორში უკვე დასრულებულია, თუმცა ოპერაცია ამ წუთებში უკვე ხაშურში გრძელდება. კერძოდ კი ნოდარ მუმლაძის სახლთან. ნოდარ მუმლაძე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 1993 […]
თბილისში ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა
თბილისში, სისხლიანი ანგარისშსორების შედეგად დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. 22 წლის ბიჭს ვერაზე გუშინ თავს დაესხნენ. კვარაცხელია ხეჩინაშვილის კლინიკაში გულმ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით გუშინვე შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ანჯაფარიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით დამნაშევებს ეძებს. ე.წ. კანონიერი […]









