დამტვრეული სახის ძვლები და მრავლობითი დაზიანებები სხეულზე – “ქართული ოცნებიდან” წამოსული ვანო გველესიანი “ტვ პირველთან” თავდასხმის დეტალებს პირველად იხსენებს.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ანგარიშსწორებას მის გადაწყვტილებას უკავშირებს. ის “ქართული ოცნებიდან” ოპოზიციაში ცოტა ხნის წინ გადავიდა და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.
– შავი პირბადე ეკეთა, ეხურა შავი კეპი, მოულოდნელად დამესხა თავს და ცემა დამიწყო, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვახერხე. ჯიბიდან სიგარეტის ამოღებას ვცდილობდი, – აცხადებს 52 წლის კაცი, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო ამ დრომდე რუსთავის კლინიკაშია მოთავსებული.
თავდამსხმელი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
ტვ პირველი

