ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული პირები 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან.
ამბების ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის ჯეირან ჭელიძის შვილია. ორივე მათგანზე შსს-ს ძებნა აქვს გამოცხადებული.
ჯეირან ჭელიძე გარდაბნის საკრებულოში ფრაქცია “მაჟორიტარის” თავმჯდომარე იყო.
მისი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯეირან ჭელიძეს ჰყავს მეუღლე, 39 წლის თეკლე გავაშელიშვილი და 2 შვილი – 21 წლის ალეკო ჭელიძე და 14 წლის ლუკა ჭელიძე.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
ამბები

