გია კვარაცხელიას 20 წლის წინ მოსკოვში დავით კაკულიას აფეთქებას აბრალებდნენ

გია კვარაცხელიას 20 წლის წინ მოსკოვში დავით კაკულიას აფეთქებას აბრალებდნენიაკრიმინალური ავტორიტეტის, გია კვარაცხელიას, 22 წლის შვილის, ნიკა კვარაცხელიას, მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ვერ აკავებს. “ტვ პირველისთვის” კი ფიქრის გორაზე მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 22 წლის მამაკაცს ქილერი უთვალთვალებდა, მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა და გადამწყვეტ მომენტში 9 ტყვია ესროლა.

მკვლელი სახეს სამედიცინო პირბადით იფარავდა და შავ კეპს ატარებდა.

“პირველების” ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთის მიხედვით, შეკვეთილი მკვლელობა, სავარაუდოდ, 20 წლის წინ, მოსკოვში კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას, აფეთქებას უკავშირდება.

მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო ტბილისკი, ააფეთქეს.

ერთ-ერთი ვერსიით, შური ნიკა კვარაცხელიას მამაზე იძიეს, რომელსაც კაკულიასთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა.

კვარაცხელიების ახლო გარემოცვის წევრები “პირველებთან” პირად საუბრებში, ამბობენ, რომ ბავშვობის მეგობრები, დავით კაკულია და გია კვარაცხელია, ერთმანეთს ბიზნესწილების გამო დაუპირისპირდნენ. შედგა ე.წ. ქურდული “სხადნიაკი” ამ შეკრებიდან მალევე, კაკულია მოკლეს.

კაკულიები მკვლელობის შემკვეთად სწორედ გია კვარაცხელიას ასახელებდნენ. თავად კვარაცხელია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.

ტვ პირველი

ფოტოზე მარცხნიდან: დავით კაკულია და გია კვარაცხელია