კატეგორია: სამართალი

ხობში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავეს

ხობში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავეს

სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ორი პირი, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან. ნუგზარ წურწუმიასა […]

სამცხე-ჯავახეთში ყალბი სერთიფიკატების გაცემისთვის 1 ქალი ამხილეს

სამცხე-ჯავახეთში ყალბი სერთიფიკატების გაცემისთვის 1 ქალი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. უწყების  ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედმა, ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებზე გასცა ტექნიკური სპეციალობის შემსწავლელი […]

ზაურ კვიკვინიას პატიმრობა შეეფარდა

ზაურ კვიკვინიას პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ზაურ კვიკვინიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფატი ფურცხვანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა . ბრალდებული თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ და ამბობს, რომ ის „აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა“. დაკავებულის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მიიღეს, […]

“რა სექსუალური ძალადობა, 64 წლის მასწავლებელი 18 წლის გოგონას მუხლს ორჯერ დაეყრდნო!” – რა მოხდა ჩოხატაურში

"რა სექსუალური ძალადობა, 64 წლის მასწავლებელი 18 წლის გოგონას მუხლს ორჯერ დაეყრდნო!" - რა მოხდა ჩოხატაურში

“არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ქონია, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგების დისკრედიტაციის მცდელობა, მოადინენ უკვე ჟურნალისტების, არასამთავრობოების, ყველა სფეროს წარმომადგენლების დისკრედიტაცია და ახლა მიადგნენ პედაგოგებს. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფმა როცა ის აბიტურიენტს მისსავე კომპიუტერში გამოსახულ საკითხზე შეკითხვას პასუხობდა, 64 წლის კაცია, პასუხისას ცალი ხელით დაეყრდნო 18 წლის გოგონას მუხლს და მეორე ხელით აუხსნა აბიტურიენტს […]

ვალეში საზღვარზე უზბეკეთის მოქალაქე მანქანის მისაბმელის საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის იპოვეს

ვალეში საზღვარზე უზბეკეთის მოქალაქე მანქანის მისაბმელის საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის იპოვეს

სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, […]

ჩოხატაურში ყოფილმა პოლიციელმა ტატო ვასაძემ მასწავლებელი და მისი შვილი გაიტაცა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ჩოხატაურში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოსწავლის ახლობლები სავარაუდო მოძალადეს გაუსწორდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, შვილთან ერთად გაიტაცეს და სცემეს. გამტაცებელი ტატო ვასაძე ყოფილი პოლიციელი და მსხვერპლის ახლობელია. არსებული ინფორმაციით გატაცებულ მასწავლებელს და მის შვილს ფულიც გამოსძალეს. მომხდარის შესახებ მასწავლებელმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. შეგახსენებთ, რომ ისტორიის პედაგოგს, 64 წლის […]

შარტავას ქუჩაზე დ.კ-ს 6 პირი, მათ შორის, 1 ქალი, თავს დაესხა და საწამებლად ქალაქგარეთ გაიყვანა

შარტავას ქუჩაზე დ.კ-ს 6 პირი, მათ შორის, 1 ქალი, თავს დაესხა და საწამებლად ქალაქგარეთ გაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების […]

თურქეთის მოქალაქე 2 კგ ჰეროინის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში დააკავეს

თურქეთის მოქალაქე 2 კგ ჰეროინის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო […]

ზუგდიდში მდინარის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში მდინარის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, “ფაიფურის” ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირზე 50-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ლაივპრესის ინფორმაციით, ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ მიკროფონი“ – მთავარი არხი წულუკიანს უჩივის

„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ მიკროფონი“ - მთავარი არხი წულუკიანს უჩივის

“მთავარმა” არხმა თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაცხადებით ეს იყო კულტურის მინისტრის უკულტურო საქციელი. „ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი. ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს […]