“33 წლის მამაკაცს 13 წლის გოგონად გავეცანი, მის წერილებში სექსუალური ხასიათის ნიშნები იყო”

"33 წლის მამაკაცს 13 წლის გოგონად გავეცანი, მის წერილებში სექსუალური ხასიათის ნიშნები იყო"პოლიციას ჩვენება იმ დაზარალებულმა მისცა, რომელმაც სავარაუდო პედოფილიის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ამხილა.

ქალი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი სხვა არასრულწლოვნებსაც წერდა.

ქალს ტვ პირველი ესაუბრა.

– საუბრის დასაწყისშივე მკითხა ასაკი და ხუმრობით ვუთხარი, რომ 13 წლის ვიყავი. ჩემი ფეისბუქფოტოებიც ადასტურებს, რომ მე 13 წლის არ ვარ, აშკარა იყო, რომ ამ ადამიანს ვეხუმრებოდი, თუმცა როდესაც მითხრა, რომ 33 წლისაა და გააგრძელა ჩემთან საუბარი, როგორც 13 წლის ბავშვთან, შემეპარა ეჭვი. მთხოვა ფოტოების გადაგზავნა, დამეგობრება. მისი წერილები შეიცავდა სექსუალური ხასიათის ნიშნებს. გადაწყვეტილი მქონდა, მისი ვინაობა დამედგინა. ვთხოვე ისეთი ფოტოების გამოგზავნა, რომლებიც  დაადასტურებდა, რომ ფოტოებს ის იმ მომენტში იღებდა.

ეჭვი შევიტანე, რომ სხვა არასრულწლოვან გოგონებთან ჰქონდა მიმოწერა და ისინი საფრთხის ქვეშ იყვნენ, სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ მომერგო ეს როლი და ამ ადამიანის ვინაობა დამედგინა,- აცხადებს მოქალაქე.
,,ტვ პირველი” სავარაუდო პედოფილის კვალზე გავიდა, რომელიც არასრუწლოვან ბავშვებს სავარაუდოდ სისტემატიურად ავიწროვებს.

33 წლის მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც სამართალმცველებს მტკიცებულები აქვთ, ჯერ კიდევ თავისუფალია. ირკვევა, რომ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული  მამაკაცი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა გამოჰკითხეს, თუმცა მისი დაკავება საჭიროდ არ ჩათვალეს.

33 წლის რუსთავში მცხოვრები ირაკლი ტვ პირველს სატელევიზიო ინტერვიუზე არ დათანხმდა, თუმცა სატელეფონო საუბრისას დეტალურად აღწერა, თუ რატომ წერდა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონას.

ირაკლი ამტკიცებს, რომ დარწმუნებული იყო გოგონას სრულწლოვანებაში, ამიტომაც ჰქონდა მიმოწერა. ამასთან აღიარებს, რომ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს, იმასაც ჰყვება, რომ პოლიციამ გამოჰკითხა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაუშვა.

ტვ პირველი