კატეგორია: სამართალი

ბოკერიას კლინიკამ ანტივაქსერი მედძმა სამსახურიდან გაუშვა

ბოკერიას კლინიკამ ანტივაქსერი მედძმა სამსახურიდან გაუშვა

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც ფეისბუქში ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა. საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი უმცროსი მედპერსონალის, მედძმის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას და კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას მკაცრად ემიჯნება. მათი თქმით, ეს განცხადება არის “არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ […]

ქართველ კანონიერ ქურდ დათო ჯანგიძეს კრასნოდარში 8 წელი მიუსაჯეს

ქართველ კანონიერ ქურდ დათო ჯანგიძეს კრასნოდარში 8 წელი მიუსაჯეს

საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ კრაიმის” ცნობით, კრასნოდარში ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტი”, 37 წლის დათო ჯანგიძე, იგივე დათო “კრასნოდარსკი” დააკავეს. ქართველ “კანონიერ ქურდს” კრიმინალურ იერარქიაში ყველაზე მაღალი საფეხურის დაკავების გამო კრასნოდარის მხარის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი რუბლი ჯარიმა დააკისრა. ქართველი “კანონიერი ქურდი”, რომელიც ამ დრომდე როსტოვის ოლქის მაცხოვრებელია, კრიმინალური სამყაროს წევრი 2013 წელს გახდა. […]

კასპთან ბრაკონიერებს 1,5 კგ ხრამულა ჩამოართვეს

კასპთან ბრაკონიერებს 1,5 კგ ხრამულა ჩამოართვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალისა და კავთისხევის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ბრაკონიერებს მოპოვებული ჰქონდათ 1,5კგ. ხრამულის სახეობის თევზი. შედგა შესაბამისი აქტები. გასაბერი ნავები, ჩოგანბადეები, ელექტროშოკური აპარატები, აკუმულატორები და მოპოვებული თევზი დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი […]

ვერცხლისფერი ნაძვების ნაცვლად იაფფასიანი მცენარეები დარგო – 1 პირის მიმართ დევნა დაიწყო

ვერცხლისფერი ნაძვების ნაცვლად იაფფასიანი მცენარეები დარგო - 1 პირის მიმართ დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი […]

“33 წლის მამაკაცს 13 წლის გოგონად გავეცანი, მის წერილებში სექსუალური ხასიათის ნიშნები იყო”

"33 წლის მამაკაცს 13 წლის გოგონად გავეცანი, მის წერილებში სექსუალური ხასიათის ნიშნები იყო"

პოლიციას ჩვენება იმ დაზარალებულმა მისცა, რომელმაც სავარაუდო პედოფილიის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ამხილა. ქალი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი სხვა არასრულწლოვნებსაც წერდა. ქალს ტვ პირველი ესაუბრა. – საუბრის დასაწყისშივე მკითხა ასაკი და ხუმრობით ვუთხარი, რომ 13 წლის ვიყავი. ჩემი ფეისბუქფოტოებიც ადასტურებს, რომ მე 13 წლის არ ვარ, აშკარა იყო, რომ ამ ადამიანს ვეხუმრებოდი, თუმცა როდესაც მითხრა, რომ […]

გორში მამაკაცი 10 წლის გოგონას ფეისბუქში თანატოლ გოგონად გაეცნო და მისგან ინტიმური მიმოწერა მოიპოვა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. ფეისბუქში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა […]

სპეცოპერაცია საქართველოს მონაწილეობით 75 მილიონის ჰეროინის საქმეში – კიევში თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

სპეცოპერაცია საქართველოს მონაწილეობით 75 მილიონის ჰეროინის საქმეში - კიევში თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა […]

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი – 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე […]

სისხლიანი გარჩევა ნაძალადევის მეტროსთან

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. დაახლოებით ერთი საათის წინ ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩური გარჩევა ცენტრალურ გზაზე დაიწყო და მეტროს უკან, ნაძალადევის გამგეობასთან გაგრძელდა. “ერთი სისხლიანი ბიჭი გამორბოდა, ხელი ჰქონდა დაზიანებული” – ამბობენ თვითმხილველები. სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი პირი, ჩამსხვრეულია იქვე მდგარი მანქანის მინებიც. რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი, უცნობია. დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდები პოლიციას დაკავებული […]

თბილისში ვაკეში მძარცველი ვითიბი ბანკში სავენტილაციო მილიდან შევიდა

თბილისში ვაკეში მძარცველი ვითიბი ბანკში სავენტილაციო მილიდან შევიდა

“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ დღეს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე  ვითიბი ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს. მძარცველმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით – სავენტილაციო მილიდან დატოვა. მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “კურიერს” განუცხადეს, რომ ფაქტზე […]