სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის. მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცავებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ. “ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. […]
კატეგორია: სამართალი
ალტ-ინფოს დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციაში გადაიყვანეს
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა მეუღლემ განუცხადა, სამართალდამცავები ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად 08:30 საათზე მივიდნენ. „დაახლეობით 08:30 საათზე მოვიდა 5 ადამიანი, ჩხრეკა ჩაატარეს, დაათვალიერეს სახლი, ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები, ეს პროცედურა გააფორმეს, წავიდნენ და ზურაც წაიყვანეს ჩვენებისა თუ გამოკითხვის მიზნით. დაახლოებით […]
გურამ ფალავანდიშვილისა და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სახლებს ჩხრეკენ
პირველი არხის ოპერატორ ილიკო თვალიაშვილზე ძალადობისთვის გიორგი მაღრაძეს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას – პატიმრობას მოითხოვდა. პროკურატურა მაღრაძის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე […]
გლდანში მკვლელობის ახალი დეტალები – გეგი ნიგურიანს ცოლი 1 დღის მოყვანილი ჰყავდა, როცა ცოლისძმამ, გეგი ღვაჩლიანმა, მოკლა
გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია და ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ამის შესახებ „ambebi.ge“-ს მესტიის მკვიდრმა განუცხადა. ის მომხდარის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ღვაჩლიანი მისი დის მეორედ ქორწინების წინააღმდეგი იყო და მკვლელობის დღეს მისი და და მოკლული გეგი ნიგურიანი ახალი დაქორწინებულები იყვნენ. „მკვლელობაში ბრალდებული […]
გლდანში მომხდარი მკვლელობისთვის გეგი ღვაჩლიანი დააკავეს
პოლიციამ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გეგი ღვაჩლიანი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ […]
“ბესიკ თორდუა ოპერაციის შემდეგ აპარატზე იყო შეერთებული, ალბათ კლინიკაში გამორთვა გადაწყვიტეს” – ადვოკატი შუკაკიძე
26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე პენიტენციურ დაწესებულებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. „დაახლოებით, ერთი კვირის წინ შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაიყვანეს რეამინაციულ განყოფილებაში. რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, შეერთებული იყო აპარატზე, გავესაუბრე ექიმს და მან განაცხადა, რომ თორდუას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და თავის არეში ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. რაც შეეხება დანარჩენს, რა […]
“როცა ესროლეს, მანქანასთან მივიდა და დაეცა, ჩაჯდომა ვერ მოასწრო” – გლდანში მკვლელობის ახალი დეტალები
35 წლის მამაკაცი ერთი გასროლის შედეგად გარდაიცვალა – შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა. პოლიციამ შემთხვევის თვითმხილველები უკვე გამოკითხა. “კურიერი” ასევე ესაუბრა ქალს, რომელმაც მამაკაცს გარდაცვალებამდე პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ის ამბობს, რომ მოასწრეს სასწრაფოს გამოძახება, ის დროულად მოვიდა, თუმცა მამაკაცი სისხლისგან იყო დაცლილი და ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მათ წინასწარ ხმაური არ გაუგიათ, იყო მხოლოდ […]
ტვ პირველის ოპერატორის ცემისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი – 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ […]
ბესიკ თორდუა, რომელიც ასელ აიტპაევას გაუპატიურებისთვის იყო დაკავებული, გარდაიცვალა
საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული – ბესიკ თორდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარ არხთან” მისი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე ადასუტრებს. მისი ინფორმაციით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივა მედში” ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.










