შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეთაგან: 1996 წელს დაბადებულ ჰ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ბ.ი.-ს, 2002 წელს დაბადებულ ი.ჩ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ჩ.ჩ.-ს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი […]
კატეგორია: სამართალი
ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობისთვის 29 წლის ე.ა. დააკავეს
მარნეულში მომხდარი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ […]
მარნეულში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, სიდედრი და ცოლისძმა კი მძიმედ დაჭრა
გუშინ, 20 ივლისს, საღამოს, საზარელი მკვლელობა მოხდა მარნეულში – სოფელ ზემო სარალში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კაცი ყოფილი ცოლის ოჯახს თავს დაესხა. კაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ადგილზე მოკლა. სიდედრი და ცოლისძმა კი მძიმედ არიან დაჭრილები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. მეზობლები ამბობენ, ადგილი ჰქონდა შურისძიებას – თუმცა რა […]
თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა
თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა. საქმეში არაერთი არასრულწლოვანი ფიგურირებს, პედოფილიაში მხილებული ფეხბურთის მწვრთნელი კი უკვე 8-წლიან სასჯელს იხდის. საუბარია ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელზე, რომელიც 7-დან 10 წლამდე ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლეს. როდესაც ამბავი გამოაშკარავდა, ეს ბავშვები 14-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ, მათ მიმართ სექსუალური ძალადობა მოხდა მაშინ, […]
მაია ცქიტიშვილის მიერ დანიშნულ გრიგოლ მანდარიას სუსი დააკავებს?
სუსში დიდ კორუფციულ სკანდალზე დაკითხვების სერია დილიდან განახლდა. საქმე ეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკავებულ თანამშრომლებს. მივა თუ არა კვალი მაია ცქიტიშვილის დანიშნულ გრიგოლ მანდარიამდე, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის დირექტორობიდან 2 თვის წინ გადადგა? – კორუფციული სკანდალი მანდარიას მმართველების პერიოდს ეხება. გრიგოლ მანდარია თანამდებობაზე 2020 წლის 7 იანვარს დაინიშნა და მან ამ პოსტზე ეკატერინე გალდავა შეცვალა. – […]
პალიკო, მუხო, ლაპუხა – პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 8 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავეს. ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს […]
„ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ […]
სუსმა წყალმომარაგების კომპანიის მაღალჩინოსანი და 2 თანამშრომელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან […]
სუსი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შევიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად „შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.
ნიკა, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად მოძრაობდა ფონიჭალისკენ, გაუჩინარდა
პოლიციის მთავარი მოწმე ისევ იმალება – ადამიანი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის საქმეზე სამართალდაცველებს ნარკოტიკების ზედოზირების ვერსია დაუდასტურდა გაუჩინარებულია. ის უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე აღარ გამოჩენილა. ადგილობრივებს ნიკა 2 კვირაა არ უნახავთ. ოჯახი ამბობს, რომ ნიკა დოლიძის ქუჩიდან ის ადამიანია, ვინც ლექსოსთან ერთად ფონიჭალაში იმყოფებოდა. თუმცა გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამტკიცებს, რომ ოჯახისთვის […]










