დიდ დიღომში 2 პირი დაჭრეს

დიდ დიღომში 2 პირი დაჭრესდიდ დიღომში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 2 პირი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არაა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დაკავებული ჯერჯერობით არავინ არაა.

მთავარი