ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა. დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ქალი დოზებს სავარაუდოდ იმ პირებს აკლებდა, ვინც ოფიციალურად პროგრამაში ირიცხებოდნენ, ამიტომ ხშირი იყო უკმაყოფილება ბენეფიციარების მხრიდან. გარდა ამისა, სავარაუდოდ რაოდენობის […]
კატეგორია: სამართალი
გლდანში მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა
მკვლელობა თბილისში – გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. “კურიერის” ინფორმაციით მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. როგორც “კურიერს” შსს-ში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბათუმში ბანკის მენეჯერმა ბანკს 3 მილიონ ლარზე მეტი მოპარა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და […]
“შსს-ს ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია სურს” – ადვოკატი თაკალანძე
კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის ჩვენებისდა 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განუცხადა. „გავრცელებულ ვიდეოებზე შსს ამბობს, რომ სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეოებია და მოწმეთა ჩვენებებით მოხდა მარშრუტის აგება, თუმცა, ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, საქმეში რა არის, დეტალურად […]
სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს და უკრაინის 2 მოქალაქეს 4 წელი მიესაჯათ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩს, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები “ქართული ოცნების” მძევლები არიან. მათივე თქმით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ […]
რუსთავში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
რუსთავში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ […]
საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კიდევ ერთი პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, […]
რუსთავში 1 მამაკაცი მოკლეს, 1 დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა მოკლეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთერთმა მამაკაცმა დანით ჭრილობები მიაყენა 2 მამაკაცს. 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 26 წლის მამაკაცი დაიჭრა, ის “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო […]
გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობა ვახტანგ ზერეკიძემ საკუთარ თავზე აიღო
გორში 4 ივნისს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. ვახტანგ ზერეკიძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ეძებდა. ის პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ამ საქმეზე მანამდე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი ზედმეტსახელად “სემსოტა” დააკავეს. შალვა გულიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. პოლიციაში ზერეკიძის ჩაბარების შემდეგ, გორში მომხდარი რეზონანსული მკვლელობის საქმე შესაძლოა არსებითად შეიცვალოს. “კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ ზურაბ რიკრიკაძის, იგივე […]
გიორგი ნიკოლიშვილი – “ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში”
„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ. ამასთან, ფოტოგრაფმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. „სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები […]










