შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყება აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ […]
კატეგორია: სამართალი
“დედა დილით შესულა, ძაღლის გასეირნება რომ ეთხოვა და ლექსო გარდაცვლილი დახვედრია”
ტვ პირველი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ნოდარ მელაძე: „ტკივილები ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჩამტვრეული… დედა როგორც ყვება, გუშინ საღამოს როცა დაბრუნდა, სახლში ჩვეულებრივად დაიძინა, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო.”
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა. “აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის […]
“პოლიციელი ავთანდილ გვარამია ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრება”
24 წლის ქალი ამბობს, რომ პოლიციელი მეუღლე, ავთანდილ გვარამია მოკვლით ემუქრება. მოსალოდნელი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე ქალმა ტვ პირველის შაბათის ეთერთან ისაუბრა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ის უკვე 7 წელია რაც ქმრის მხრიდან სისტემატიური ძალადობის მსხვერპლია. ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს პოლიციელმა მეუღლემ უმისამართო სროლა დაიწყო. ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. “რომ განერვიულდება და გაცეცხლებულია, არ […]
“მანქანაში ვცეკვავდით და პოლიციამ გაგვაჩერა, ძვლებს დაგამტვრევთო” – რა მოხდა რუსთავში
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხმაური იყო. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა “კიას” მარკის მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა, რასაც მგზავრებისა და მძღოლის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციასა და მგზავრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე დამატებით კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. სამართალდამცავებმა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის 2 […]
თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
“თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს: ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილს და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდენ. დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად გირაოს ითხოვდა. გამოძიება ბრალდებულების მიმართ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან […]
ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, განმარტებულია ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ, სადაც უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობით ფაქტის დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების […]
მედიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და კიდევ ორი მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო. პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებული თორნიკე გაბლიანის და მუხრან დადვანის ადვოკატის გელა ჩივაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ და მათი 3000 […]
აკაკი ნაკაშიძე ჟურნალისტების ცემაზე – “ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, მართლმადიდებელი კაცი ვარ”
„სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ აკაკი ნაკაშიძის განცხადებით, “ცოტა ზედმეტი მოუვიდა”. ამის შესახებ ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ უთხრა, რომ სწორედაც “ამიტომ იმყოფებოდა ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში”. „მართლმადიდებელი კაცი ვარ, მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, ემოციებიდან გამომდინარე […]
55 წლის ხვიჩა გამეზარდაშვილი არხში გარდაცვლილი იპოვეს
თერჯოლაში 55 წლის ხვიჩა გამეზარდაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ კი ცხედარი სანიაღვრე არხში აღმოაჩინეს. მას სხეულსა და სახეზე დაზიანებები აქვს. ოჯახს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას მანქანა დაეჯახა და მიატოვა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. იპნ









