რუსთავში ახალგაზრდა მოკლეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთერთმა მამაკაცმა დანით ჭრილობები მიაყენა 2 მამაკაცს. 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 26 წლის მამაკაცი დაიჭრა, ის “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო […]
კატეგორია: სამართალი
გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობა ვახტანგ ზერეკიძემ საკუთარ თავზე აიღო
გორში 4 ივნისს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. ვახტანგ ზერეკიძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ეძებდა. ის პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ამ საქმეზე მანამდე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი ზედმეტსახელად “სემსოტა” დააკავეს. შალვა გულიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. პოლიციაში ზერეკიძის ჩაბარების შემდეგ, გორში მომხდარი რეზონანსული მკვლელობის საქმე შესაძლოა არსებითად შეიცვალოს. “კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ ზურაბ რიკრიკაძის, იგივე […]
გიორგი ნიკოლიშვილი – “ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში”
„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ. ამასთან, ფოტოგრაფმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. „სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები […]
ლექსო ლაშქარავას ცემისთვის დაკავებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა
„ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა. ჟურნალისტები მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა, ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი […]
“ოცნების” ოფისთან საზმაუს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს
“ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ მედიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისს კვერცხები და “სისხლიანი ბუშტები” ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, რის გამოც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 […]
“ლექსო ლაშქარავამ ნარკოტიკი ტყეში მოიხმარა და ორჯერ გახდა ცუდად” – შსს-მ ოპერატორის მარშრუტი გაასაჯაროვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს. „ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული […]
მამუკა ჭელიძე – “ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირება შეიძლება იყოს”
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო […]
დააკავეს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოსთანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდის ნაყოფიერი მიწის ფენის მოხსნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა […]
ალექსანდრე გეჯაძე – “შესაძლებელია, ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას”
ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში არანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „მიცვალებული გამოკვლეულ იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც შესაბამისი მასალა აიღეს. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ძირითადი სტანდარტული და სავსებით მისაღები […]
შსს – “ლექსო ლაშქარავა გუშინ ქალაქში მეგობართან ერთად მოპედით მოძრაობდა”
შსს-მ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებ გაასაჯაროა, რომლებიც გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება. „აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები იმ პირების, რომლებთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება. ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან […]










