“ლექსო ლაშქარავამ ნარკოტიკი ტყეში მოიხმარა და ორჯერ გახდა ცუდად” – შსს-მ ოპერატორის მარშრუტი გაასაჯაროვა

"ლექსო ლაშქარავამ ნარკოტიკი ტყეში მოიხმარა და ორჯერ გახდა ცუდად" - შსს-მ ოპერატორის მარშრუტი გაასაჯაროვაშინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს.

„ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში  და 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირევლად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით,  შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეომასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რათა მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში ისმის ხმა.

ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს, დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით, 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ხდება ცუდად.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში – 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“,- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

იპნ