შსს – “ლექსო ლაშქარავა გუშინ ქალაქში მეგობართან ერთად მოპედით მოძრაობდა”

შსს - "ლექსო ლაშქარავა გუშინ ქალაქში მეგობართან ერთად მოპედით მოძრაობდა"შსს-მ  „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებ გაასაჯაროა, რომლებიც  გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება.

„აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები იმ პირების, რომლებთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება. ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და მათ გამოკითხვას. აქვე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ინახებოდეს.

ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც იმყოფება ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოში, გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. შსს ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან“,- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.