კატეგორია: სამართალი

ხაშურში მონაზონს სასტიკად სცემეს

ხაშურში მონაზონს სასტიკად სცემეს

ხაშურში მონაზონი სცემეს. 70 წლის დედა ანას ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა. შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა. დედათა მონასტრის მკვიდრი მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი ეტაპირება თბილისში გახდა საჭირო. მონასტერი დაკეტილია, პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს. ეკლესიაში მყოფი მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა და დედაო სასტიკად არის ნაცემი. „ვიღაცა […]

კახეთში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი, გარდაიცვალა.  27 წლის მარიამ აბაზაძე, ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის  უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. კლინიკაში მარიამ აბაზაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, […]

თბილისში არ არსებულ კორპუსებში ბინები იყიდებოდა

მკვლელობა კიკეთში - მოკლული პირის ვინაობა ცნობილია, ბრალდებული დაკავებულია, მისი მანქანა ვაკის პარკთან იპოვეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც თბილისში, არარსებულ კორპუსებში ბინებს ყიდდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული დააკავეს ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30.000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, […]

რუსთავში, 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მასწავლებელს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მსჯავრდებული მასწავლებლის ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა. ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი იმით დაიწყო, […]

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს

მკვლელობა ზუგდიდში: 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) მუცელში ჩაარტყეს. ე.წ. “შტირით” მიყენებული ჭრილობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან შიდა სისხლდენასა და, უმეტესწილად, სწრაფ სიკვდილს იწვევს. მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან […]

ვინ არის 25 წლის კაცი, რომელიც წუხელ ყვარელში მოკლეს

ვინ არის 25 წლის კაცი, რომელიც წუხელ ყვარელში მოკლეს

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული ახალგაზრდა კაცი გიგა არჯევნიშვილია. 25 წლის არჯევნიშვილი სოფელ ენისელში ცხოვრობდა. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მამის თქმით, მან შვილის მკვლელობის შესახებ გამომძიებლისგან გაიგო. შეგახსეებთ, ახალგაზრდა კაცი გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე პირმა, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა. მას ოპერაცია […]

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი უკვე დააკავა, ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარი კაცია. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევამდე, წყვილს შორის მოხდა ჩხუბი. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 ქილერი, რომელსაც ბიზნესმენი უნდა მოეკლა, პაკისტანელი ამირ ხანია

 ქილერი, რომელსაც ბიზნესმენი უნდა მოეკლა, პაკისტანელი ამირ ხანია

პირი, რომელიც თბილისში ებრაელი ბიზნესმენის ლიკვიდაციას ამზადებდა, 38 წლის ამირ ხანია. – ინფორმაციას რუსთავი2 ავრცლეებს. პაკისტანის მოქალაქე საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. მისი ერთადერთი სამიზნე თბილისში მცხოვრები ისრაელის მოქალაქე იყო, რომელსაც 2 თვე უთვალთვალებდა. გეგმის მიხედვით, დაქირავებული მკვლელი ბიზნესმენის ლიკვიდაციას უახლოეს პერიოდში აპირებდა, თუმცა დანაშაულის სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. პაკისტანის მოქალაქე ამირ ხანი დიდი ოდენობით […]

ანტალიაში დააკავეს ქართული ოჯახი, რომელიც ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს

საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი ანტალიის პოლიციამ დააკავა. ოჯახის სამივე წევრი – დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი საზარელ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიებით ირკვევა, რომ 15 წლის  მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა და ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოაგდეს. დანაშაული ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ადგილობრივი პრესა წერს, რომ […]

ქარელში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი ვ.ყ დააკავა. გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და  მისი გაუპატიურება სცადა. ფაქტზე გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. დაკავებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.