პოლონეთში, ბინების ქურდობის გამო ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთში, ბინების ქურდობის გამო ორი ქართველი დააკავესპოლონეთში, ბინების ქურდობის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ 27 და 33 წლის მამაკაცები სპეცოპერაციისას აიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს და წაიღეს როგორც თანხა, ისე სხვა ძვირფასი ნივთები. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. მათ ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრებათ.