„ვინ არიან მამაკაცები, რომლებიც მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობისთვის დააკავეს“

„ვინ არიან მამაკაცები, რომლებიც მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობისთვის დააკავეს“ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყო.

საუბარია 27 და 39 წლის კაცებზე. შსს-მ ისინი ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით დააკავა. ამჟამად ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.

რაც შეეხება დაშავებული მონაზვნის მდგომარეობას, ის მძიმეა. კატასტროფის ბრიგადამ მონაზონი თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ხაშურის დედათა მონასტერში თავდასხმა გუშინ, 25 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ორმა უცნობმა პირმა 70 წლამდე მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.