გორის პოლიცია 14 წლის მოზარდ გოგონას ეძებს, რომელიც 31 მაისიდან აღარ გამოჩენილა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფელ ტინისხიდის თემში მერის წარმომადგენელი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გოგონა, ბოლოს, 31 მაისს, ქალაქ გორში წმინდაწყლის დასახლებაში ნახეს. “31 მაისს წმინდაწყლის ტერიტორიიდან დაიკარგა სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი თეო ლურსმანაშვილი. ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას ან მოგვწერეთ” – აღნიშნულია […]
კატეგორია: სამართალი
“კოკა კოლა არანაირ ვიქტორინას და გათამაშებას არ აწარმოებს” – სოცქსელებში ინფორმაცია სპამურად გავრცელდა
სოციალურ ქსელში სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს. ამის გამო კომპანია კოკა კოლაბოთლერს ჯორჯიამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია […]
“ვაკეში კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია” – გიორგი კაპანაძის ცოლს მანქანა გაუტეხეს
ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მისი ცოლის მანქანა გაქურდეს. კაპანაძე ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მანქანას ჩამტვრეული აქვს შუშა, ემჩნევა ანაბეჭდები და სისხლის კვალი. “მთავარი არხის” ვებგვერდთან საუბრისას გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ მანქანის სალონი გაჩხრეკილია, ნივთები ამოყრილი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ მოპარულია სუნამო, სათვალე და მსგავსი ნივთები. “შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებ თქვენ მინისტრს […]
“პატიმრის გათავისუფლებისთვის ფული მოსთხოვა” – სასაზღვრო პოლიციელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, 1985 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური […]
ფოთში 23 წლის ქალმა 68 წლის ბებია მოკლა – დაკავებულია მ.ა.
ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. შემთხვევა დღეს შემთხვევა ნაბადას დასახლებაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მეზობლებს და ოჯახის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. მათი თქმით, 25 წლამდე ასაკის ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მათივე ცნობით, ბებიასა და […]
20 წლის ქალი სომხეთიდან შემოსული ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ქალი, მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის […]
მარიამ ბეგიაშვილი – “ტაქსისტმა მითხრა, რა მაგარი მოსატ..ი ხარო და მუხლზე ხელი ამისვა”
თბილისში ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა. 18 წლის მარიამ ბეგიაშვილი “ინფო რუსთავთან” ყვენა, რომ მამაკაცი სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო. “… პასუხს არ ვცემდი, ის კი მთელი გზის განმავლობაში მისვამდა შეკითხვებს, ნუ აი არაფერზე არ ვპასუხობდი საერთოდ. მერე უკვე ძალიან დეტალებში შევიდა, ძალიან მაგარი […]
გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის კომპანიას 194.886 ლარი დაერიცხა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194.886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129. 854 ლარის ოდენობით. […]
საგარეჯოში ბიზნესმენი დავით აზარიაშვილი დაჭრეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. საუბარია “თევზების ტბების” ერთ-ერთ მეწილეზე, რომელსაც დაზიანებები მისმავე ნაცნობმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით აზარიაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ სავარაუდო ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მთავარი
გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 1 ეპიზოდში
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. „დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა […]









