გახმაურებული ძალადობის გაუხმაურებელი დეტალები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში – “კურიერმა” ტრაგედიით დასრულებული ძალადობის საქმის მასალები მოიპოვა, რომელიც საკმაოდ მძიმე ფაქტებს შეიცავს. ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩვენებაში ყვება, რომ მას მეუღლე სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში. ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალშობილი ბავშვის. “…როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის […]
კატეგორია: სამართალი
გერმანულის ნაცვლად, ჩინური ტუმბოები დააყენა და 15.150 ლარი მიითვისა – 3 პირის დევნა დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისას წარადგინა გამოცდილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ამავე სამსახურის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოების […]
რა შემთხვევაში დაისჯება სიმთვრალეში მანქანის მართვა პატიმრობით
ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს – ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს უახლოეს სხდომაზე დაინიცირდება. აღნიშნული კანონპროექტით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლი იცვლება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის […]
გორიჯვართან ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
გორის პოლიციის თანამშრომლებმა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს. გუშინ საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. სამართალდამცველების განცხადებით, ის 25 წლამდე ასაკის იყო. მიმდინარეობს გამოძიება. ქართლი
დიდ დიღომში გაქცეული მძღოლი პოლიციამ დააკავა
დიდ დიღომში პოლიციის 4 ეკიპაჟი მანქანას მისდევს – ვიდეო
მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, საუბარია პირზე, რომელიც პირუტყვის მწყემსვის დროს მდინარეში გასაგრილებლად შევიდა და გაუჩინარდა. მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა სოფელ მიქელწყაროსთან იპოვეს. მდინარე მტკვარში კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს და განგვიცხადეს, რომ კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია 21 მაისიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაუჩინარებული პირის […]
ბათუმში ლიბერთი ბანკიდან 3,5 მილიონი ლარი მოიპარეს
„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 […]
კასპში მოკლულ ნოდარ ღუნაშვილს კისერზე 19 ჭრილობა აღმოაჩნდა
კასპში მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ღუნაშვილის გარდაცვალება კისერში მიყენებულმა 19-მა ჭრილობამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის მისმა მეუღლემ – ქეთევან ჩხაიძემ, რომელიც ახლა დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თავში საგნის ჩარტყმით მოკლა, გამოირიცხა. დასკვნის თანახმად, ნოდარ ღუნაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამავე დასკვნის მიხედვით, სისხლში მხოლოდ 1 ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. ნოდარ […]
ნელი დოროყაშვილი – “დედამთილი მეუბნებოდა, გიჟი ხარო, ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინეო”
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის მარინა მათიაშვილის განცხადებით, ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო. “პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. […]










