გორში დაკარგული თეო ლურსმანაშვილი იპოვეს – გამოძიება თავისუფლების აღკვეთის მუხლით დაიწყო

გორში დაკარგული თეო ლურსმანაშვილი იპოვეს - გამოძიება თავისუფლების აღკვეთის მუხლით დაიწყოგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის თეო ლურსმანაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები 31 მაისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას ოჯახმა დღეს აცნობა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი 31 მაისს, გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიიდან გაუჩინარდა. რაც შეეხება თ.ლ.-ს გაუჩინარების ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ არ არის.

იპნ