ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126- პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
კატეგორია: სამართალი
ბათუმში ტაქსში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
დეიდის მკვლელობის მცდელობისთვის ბათუმში 25 წლის ლ.კ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. საკუთარი დეიდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და […]
ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის 55 წლის ი.ქ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, […]
გორში მშიერმა მამაკაცმა მაღაზიიდან პური და ხურდა ფული მოიპარა
გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით, კომენდანტის სათის დროს მოხდა. როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია პური, სურსათი და ხურდა ფული. მისივე თქმით, დანაშაულში მხილებული პირი პოლიციამ დააკავა, რომელიც ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა მშიერია და იძულებული გახდა, მაღაზია გაექურდა. მარკეტის მეპატრონემ ამის გამო გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს აღარ უჩივლებს. მთავარი
დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ […]
კახეთში მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ახლობლებმა მამაკაცი საკუთარ სახლშ გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ახლობლები ფიქრობენ, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლაშა ქუთათელაძე სასამართლომ გაათავისუფლა
რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ლაშა ქუთათელაძის საქმეზე სასამართლო დისტანციურად გაიმართა. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო, რადგან 173-ე მუხლის შესაბამისი გარემოებები არა გამოიკვეთა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა. ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.
“მამაკაცმა გოგონას კანფეტები უყიდა და კოცნა დაუპირა” – 9 წლის ბავშვი გაქცევისას თხრილში ჩავარდა
9 აპრილს თბილისის ერთ-ერთ უბანში, სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის გოგონა თხრილში ჩავარდა. ის სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ 45 წლამდე მამაკაცმა ბავშვს ჯერ კანფეტები უყიდა, შემდეგ კი კოცნა შესთავაზა. 9 აპრილს კი იგივე მამაკაცმა ბავშვზე ძალადობა სცადა, თუმცა გოგონა მისი დანახვისთანავე გაიქცა, როდესაც თხრილში ჩავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. არასრულწლოვნის მშობლები სამართალდამცველება უკვე […]
რიონის ხეობის მცველი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს
რიონის ხეობაში აქტივისტების დაკავებები გრძელდება. იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი […]









