“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მისი ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვის წესით 187 ათასი ლარი გადაურიცხა. თანხა კომპანია “მშენებელმა”, რომლის მფლობელიც დავით გოგუაძეა, 2019-2020 წლებში სხვადასხვა ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო. კომპანია “მშენებელს” 2013-2020 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 658 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. ორგანიზაციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ოზურგეთის მერი შესაძლოა ამ საეჭვო […]
კატეგორია: სამართალი
ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს – “მადლობა, რომ არსებობთ, რადგან ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ”
გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან ადვოკატების შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებამდე მის მხარდამჭერებს და დარბაზში მყოფ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსაც მიმართა. “თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია […]
ნიკა მელია სასამართლოში მიიყვანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იმყოფებიან. მელიას სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს.
“სხვა ბიჭი მიყვარს, ბოდიში ყველას” – ქორწილის წინ დაკარგული გოგონა, სავარაუდოდ, გათხოვდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 18 წლის ნარმინ ისაიევა, რომელსაც ოჯახი ეძებს, სავარაუდოდ გათხოვდა. ოჯახის წევრების თქმით, გოგო გასული წლის ნოემბერში მეზობელ სოფელში მცხოვრებ ბიჭზე დაინიშნა და საკუთარი ნებით აპირებდა გათხოვებას, რამდენიმე დღის წინ კი საყიდლებზე იყვნენ და ქორწილის გადახდა შემოდგომისთვის დაგეგმეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნარმინ ისაიევას დანიშნულ ბიჭზე გათხოვება არ სურდა და სასიყვარულო უერთიერთობა სხვასთან […]
ადვოკატი ღურწკაია – “დავით კოდუა ბრალს არ აღიარებს”
დავით კოდუას უფლებადამცველმა ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ დავით კოდუა ბრალს არ აღიარებს. მისივე განმარტებით, დაკავებულს ფიზიკურ შეურაცხყოფა ოჯახის წევრებისთვის არ მიუყენებია და ადგილი მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა. “რა ფაქტზეც არის დაკავებული ამ ფაქტთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენიაო საერთოდ, უბრალოდ, იყო […]
“ვიეჭვიანე და შეურაცხყოფა მომაყენაო” – რას ამბობს დავით კოდუას ცოლი
ბიზნესმენი დავით კოდუა დაკავებულია. ცოლის და ქალიშვილის მიმართ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა – ეს არის ბრალდება, რომლითაც დავით კოდუა დააკავეს. შემთხვევა მოხდა რაზმაძის ქუჩაზე გუშინ საღამოს მას შემდეგ, რაც დავით კოდუა სახლში დაბრუნდა. მან ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და მოუვიდა კონფლიქტი უფროს ქალიშვილთან. ამის შემდეგ ის კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა, მისი ცოლი კი ჩვენების შეცვლას ითხოვს. “კურიერთან” […]
ქორწილის წინ 18 წლის გოგონა დაიკარგა – წასვლის წინ დეიდას მესიჯი გაუგზავნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქალი მათთან ერთად, ნივთებისა და ინვენტარის შესაძენადაც იმყოფებოდა, ამიტომ, […]
დავით კოდუა ცოლსა და ქალიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს
ბათუმში ტაქსში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
დეიდის მკვლელობის მცდელობისთვის ბათუმში 25 წლის ლ.კ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. საკუთარი დეიდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და […]










