“ვიეჭვიანე და შეურაცხყოფა მომაყენაო” – რას ამბობს დავით კოდუას ცოლი

"ვიეჭვიანე და შეურაცხყოფა მომაყენაო" - რას ამბობს დავით კოდუას ცოლიბიზნესმენი დავით კოდუა დაკავებულია. ცოლის და ქალიშვილის მიმართ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა – ეს არის ბრალდება, რომლითაც დავით კოდუა დააკავეს.

შემთხვევა მოხდა რაზმაძის ქუჩაზე გუშინ საღამოს მას შემდეგ, რაც დავით კოდუა სახლში დაბრუნდა.

მან ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და მოუვიდა კონფლიქტი უფროს ქალიშვილთან. ამის შემდეგ ის კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა, მისი ცოლი კი ჩვენების შეცვლას ითხოვს.

“კურიერთან” სატელეფონო საუბრისას დავით კოდუას დედამ განაცხადა, რომ კოდუას მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე კამათის შემდეგ, პატრულში დარეკა, თუმცა აღიარებს, რომ შეცდომა მოუვიდა.

“მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო, ცუდად გამომივიდაო. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მოვიდაო, საჭმელს ჭამდნენ და უკამათიათ. პატრულს დაურეკა და ვსო,” – აცხადებს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.

რუსთავი 2