კატეგორია: სამართალი

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი იდენტიფიცირებულია. ის პროზექტურაში გადაასვენეს. სოფლის წარმომადგენლის თქმით, გვამი მდინარეში იპოვეს და პოლიციამ სხეულზე დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინა. მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილი მამაკაცი წარმოშობით კასპიდან იყო და ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ქართლი

გორში სუპერმარკეტი მადაგონი გაქურდეს

გორში სუპერმარკეტი მადაგონი გაქურდეს

გორში, წმინდაწყალზე, სუპერმარკეტი ,,მადაგონი” გაქურდეს. პოლიციამ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. დაუდგენელმა პირებმა მენეჯერის ოთახში ფანჯრიდან შეაღწიეს. უცნობია ზარალის ოდენობა. ქართლი

ნოდარ გამყრელიძეს ყანდაურაში დედის, ძმის, რძლის და მეზობელი დედა-შვილის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა

ნოდარ გამყრელიძეს ყანდაურაში დედის, ძმის, რძლის და მეზობელი დედა-შვილის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ, მკვლელობაში დამნაშავედ, ნოდარ გამყრელიძე სცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამყრელიძის ადვოკატის, გიორგი ქართლელიშვილის განმარტებით, სასამართლოს მხარეებისათვის დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ ჩაუბარებია. „პროცესზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. ვთვლი, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაამტკიცებს, საქმეში არ არის. დევს საქმეში […]

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წელი მიესაჯა

გიორგი გაბუნია - "დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში"

„მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ […]

მოსამართლე ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

ნიკა მელიას სასამართლო დღეს 4 საათზე დაიწყება

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია. “აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან”, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. აღნიშნული გადაწყვეტილებით […]

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

ცოტა ხანში უნდა გახდეს ცნობილი რა განაჩენს გამოუტანს ნიკა მელიას “ქართული ოცნების” სასამართლო მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის ხელით. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. პროცესი, რომელიც დღის 4 საათიდან მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მხარეები ახლა ვერდიქტის მოლოდინში არიან. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას, დაცვა კი მისთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების მოხსნას ითხოვს. ადვოკატებმა დღეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, […]

“ბირჟა მაფიას” წევრს, გიორგი ქებურიას, პროკურატურა 36.815 ლარს გადაუხდის

"ბირჟა მაფიას" წევრს, გიორგი ქებურიას, პროკურატურა 36.815 ლარს გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 36.815 ლარის გადახდა დააკისრა. საქმეზე  გიორგი ქებურიას ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ქებურიას ინტერესებს იცავდა. „ბირჟა მაფიის“ წევრები 2017 წლის 7 ივნისს […]

სოლომონ ცეცხლაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"შვილიშვილს, ნინი ცეცხლაძეს, მოკვლით დაემუქრა" - სულიკო ცეცხლაძეს ბრალი წაუყენეს

ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რომელიც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. როგორც ცნობილია, დაკავებულ 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს 14 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან […]

ნიკა მელიას სასამართლო დღეს 4 საათზე დაიწყება

ნიკა მელიას სასამართლო დღეს 4 საათზე დაიწყება

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. ბიძინა ივანიშვილის კლანმა სრული შემადგენლობით გუშინ დაუჭირა მხარი ოპოზიციის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას. დღეს კი ქვეყნის ერთერთი მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას ბედი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, პროკურატურამ მისი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს გუშინვე მიმართა. 16 თებერვალს სასამართლო არ გამართულა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის […]

25 წლის ყოფილი პოლიციელი 18 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში, სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით, რომელიც ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებითაა ჩადენილი, ყოფილი სამართალდამცველი დააკავეს. 25 წლის მამაკაცს რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც 18 წლის გოგონას ადვოკატმა ანი კეკენაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ფაქტი მედიაში გაჟღერდა. “11 იანვრის შემდეგ გრძელდება ეს […]