ვახო სანაიას 3 ადამიანი თავს დაესხა – “ერთი მათგანი ჩემი ცოლის ყოფილი მეზობელი იყო”

ვახო სანაიას 3 ადამიანი თავს დაესხა - "ერთი მათგანი ჩემი ცოლის ყოფილი მეზობელი იყო"24 თებერვალს ღამით ტვ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.

„წუხელ, დაახლოებით 1-ის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი.

იქიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე ვაკეში, დავტოვეთ ერთი ადამიანი, მაგრამ, ცენტრალურ გზაზე ვეღარ ვბრუნდებოდით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, მოყინული იყო და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური.

პირველი საათზე ან უფრო გვიან, გამოჩნდა, სავარაუდოდ, იმ უბნელი 3 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი ჩემი მეუღლის ყოფილი მეზობელი იყო და მან იცნო. იგი ცდილობდა, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, მე ყურადღებას არ ვაქცევდი,“ – აღნიშნავს სანაია.

ამის შემდეგ, მისი თქმით, სანაიაზე დაიწყო ფიზიკური თავდასხმა. თავდამსხმელები სანაიას და ზოგადად მედიას ლანძღავდნენ, სანაიას კი ერთ-ერთი მათგანი მოუწოდებდა, რომ მისი სახე კარგად დაემახსოვრებინა.

ვახო სანაიას ფიქრობს, რომ თავდასხმა, სწორედ, მისი პროფესიიდან გამომდინარე განხორციელდა.

„აგრესია ჰქონდათ ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ.

ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ,“ – აცხადებს იგი.

ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკური დაზიანება მის რძალსაც მიაყენეს.

იგი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის, რადგან ჩაერივნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში და სანაიას დაეხმარნენ მანქანაში დაბრუნებაში.

პირველი