თელავში 69 წლის ანზორ პეტროსიანი სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

თელავში 69 წლის ანზორ პეტროსიანი სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვესთელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრებ 69 წლის კაცს, რომელსაც რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს.

ანზორ პეტროსიანი სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სარწყავ არხში ცოტა ხნის წინ ნახეს.

გამოძიების ფარგლებში ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში უტარდება.

პენსიონერი ბოლოს 15 თებერვალს ნახეს.

მომხდარზე გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2