500-500 ლარი მელიას დაჭერისთვის – შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს

500-500 ლარი მელიას დაჭერისთვის - შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხესენმ-ს ოფისზე შტურმისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების სანაცვლოდ, სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებს შსს-მ 500 ლარიანი პრემიები ჩაურიცხა და ამდენივეს ჩარიცხვას რამდენიმე დღეში კიდევ პირდება.

“მთავარის” ინფორმაციით, დღეს დილით, იმ სპეცოპერაციაში, რომელმაც ცივილური სამყარო აღაშფოთა და მწვავე განცხადებები გამოიწვია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ფინანსურისა და კრიმპოლის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ასევე “მთავარი არხის” ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისის დასარბევად პოლიციელები საოკუპაციო ხაზიდანაც მოხსნეს და თბილისში გადმოსხეს.