პოლიციამ გასული წლის ზაფხულში პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა. „დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს, პარკი „ციცინათელას“ […]
კატეგორია: სამართალი
“19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ ტელევიზორის გამო მოკლა”
თბილისში ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოურია, მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. ახლობლებს მომხდარს მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ამბობენ, რომ ძმები მამასთან ერთად ქირით ცხოვრობდნენ. მათ არაფერი სმენიათ ოჯახში კონფლიქტის შესახებ და ამბობენ, რომ ხმაური არც გასულ ღამეს გაუგიათ. დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი […]
თბილისში 21 წლის გ.ა. 19 წლის ძმის მკვლელობისთვის დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა […]
გოჩა ლორთქიფანიძე – “ქსნის კოლონიაში პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა”
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლორთქიფანიძემ განმარტა, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს […]
“ამ ჩემს რძალს სასიყვარულო მესიჯებს წერდა” – რატომ მოკლეს გია ბოლქვაძე
ხელვაჩაურში “ოცნების ქალაქში” მომხდარი მკვლელობის შესახებ, დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სასიყვარული მესიჯები გახდა. როგორც დაკავებული მამულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, მოკლული გია ბოლქვაძის ბიძაშვილი ბრალდებული მამულაძის ძმის ცოლს სასიყვარულო მესიჯებს წერდა. “ამ ჩემს რძალს საერთოდ არც იცნობს, წავიდა სასიყვარულო მესიჯების წერა, ვიცი სახლში მარტო ხარო, შენი დედამთილ–მამათილი სად დადისო… მერე შემოვიდა და ჩემს ქმარს […]
დუშეთში არხში 57 წლის ქალის ცხედარი იპოვეს – მას ოჯახი 2 დღე ეძებდა
დუშეთში, არხში, ქალის ცხედარი იპოვეს. 57 წლის ქალს ოჯახი ორი დღე ეძებდა. ის სახლიდან კვირას გავიდა. ქალი ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აქვს და ვარაუდობენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა. არსებობს ვერსია, რომ ქალს სამუშაო ადგილას კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ამაზე დაზუსტებით საუბარი ოჯახის წევრებს უჭირთ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
კიევის ცენტრში სპეცრაზმმა გია დანელია და რომეო ფიფია აიყვანა
კიევის ცენტრში ქართველი კრიმინალები დააკავეს. სპეცრაზმმა 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია აიყვანა და ამ სპეცოპერაციის დროს გასროლაც იყო. საქართველოს მოქალაქეებს არაერთ ძარცვაში ადანაშაულებენ. ფიფიამ და დანელიამ უკრაინელი დეპუტატის, ვლადიმერ კაცუბას კუთვნილი თანხა, 160.000 ევრო და 340.000 გრივნა გაიტაცეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატის მძღოლი ლესია უკრაინკას მოედანთან მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან […]
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჯანაშია ციხიდან გამოუშვეს
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის” ]გახდა ცნობილი, ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 29 დეკემბერს დატოვა. ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის […]
აბაშაში 1 პირის დაჭრისთვის თ.კ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, […]
ხელვაჩაურში მოკლული 44 წლის გია ბოლქვაძეა – “უბნის ბიჭები იყვნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს”
ხელვაჩაურში მომხდარი დაპირისპირების მოტივი, რომლის დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა, ერთი კვირის წინ დაწყებული დაპირისპირება გახდა. “მთავარის” ინფორმაციით, მოკლულმა 44 წლის გია ბოლქვაძემ გასულ კვირას კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს შეარიგა, გუშინ კი სახლში თავს დაეხსნენ, ჩაამტვრიეს შუშები; მოგვიანებით დაპირისპირება ე.წ. “ოცნების ქალაქში” მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა. საბოლოოდ, გია ბოლქვაძე ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. “აქ მოვარდნენ, […]










