ტრაგედია წურწუმიებში – შვილმა მამა მოკლა

ტრაგედია წურწუმიებში - შვილმა მამა მოკლაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლეწურწუმეს უბანში შვილმა მამა მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას კ.წურწუმიას შვილმა ნ. წურწუმიამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შვილმა კი თვითდაზიანება მიიყენა და თვითმკვლელობა სცადა.

სავარაუდო დამნაშავე ჩხოროწყუს რაიონის საავადმყოფოში იმყოფება და მის სხვა კლინიკაში გადასაყვანად რეანომობილს ელოდებიან.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს დეტალებს არკვევს.

პრაიმ ტაიმი