მარად ახლოური – “უცებ გამაღვიძა მიშიკომ, მიშველე, დამჭრაო, გიორგი იძახდა, ცუდად ვარო” – რას ყვება მამა

მარად ახლოური - "უცებ გამაღვიძა მიშიკომ, მიშველე, დამჭრაო, გიორგი იძახდა, ცუდად ვარო" - რას ყვება მამა“კურიერის” ექსკლუზივი – ძმებ ახლოურებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც მკვლელობით და ოჯახური ტრაგედიით დასრულდა, მათი მამა “კურიერთან” საუბრობს.

მამის თქმით, ძაღლისთვის მოქნეული დანა 19 წლის მიშო ახლოურს მოხვდა. გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ ჩხუბის დროს მას ეძინა და დაჭრილმა შვილმა გამოაღვიძა.

“9 საათზე, როდესაც უკვე იწყებოდა კომენდანტის საათი, მე მოვედი სახლში. მიშიკო იყო “ზალაში”, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და დივანზე იყო ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და, დაახლოებით, 10 საათზე უკვე დავიძინე. უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და საძინებლის წინ დგას, მამა, მიშველე დამჭრაო. უცებ სისხლი რომ დავინახე, არ ვიცი, რა გავაკეთე, წამოვხტი.

გიორგი სამზარეულოდან გამოვიდა და იძახდა, ცუდად ვარო. მერე გავიგე, რომ ტელევიზორის კაბელზე ყოფილა ჩხუბი. გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი, მეძინება და დილით წასასვლელი ვარო. არ ვიცი რა მოხდა მაგ დროს, არ გამორთო თუ რა იყო, რა წაილაპარაკეს, მე ის არ გამიგია და არ ვიცი. რაც შევხედე, არ იყო ღრმა ჭრილობა, როგორც ჩემმა თვალმა ნახა. რატომ ჰქონდა ეს დანა და მერე აუღია დანა, რომ გადაეჭრა მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი. მანდ მოხდა შემთხვევით, მიშიკოს თავის ძაღლი ჰყავს, ამ ძაღლმა რაღაც ქნა და ამ ძაღლზე მოქნეული მოხვდა მიშიკოს,”-ყვება მარად ახლოური.

რუსთავი 2