კომენდანტის საათის დროს, 9 დეკემბერს, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში 16 წლის მოზარდმა 37 წლის გოგლიკო ხაინდრავა და 33 წლის ილია რუხაძე ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრას წინ უძღოდა ჩხუბი, თუმცა, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა ორი კაცის დაჭრა, ან რა გახდა დაპირისპირების მოტივი, კინოსტუდიის ეზოში მომუშავე ადამიანებისათვის უცნობია. გოგლიკო ხაინდრავას სხეულზე 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს […]
კატეგორია: სამართალი
“იმ დღეს ზელიმხანმა სანდრასთვის ბერლინში სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა”
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოკითხეს. “ამბები” ზელიმხან ხანგოშვილის ძმას ევროპაში დაუკავშირდა. ზურაბ ხანგოშვილი: – იმ დღეს, როდესაც ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი ჩავიდა ბერლინში იმ მიზნით, რომ ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. ამ შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. მას ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სანდრა რულოვსი ჩამოდის და უნდა დავხვდე, იჩქერიის ხალხს ხვდებაო. – […]
ჩაქვთან 35 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს
ჩაქვთან, სოფელ ჩაისუბანში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
16 წლის ს.მ-მ ყოფილი კინოსტუდიის შენობაში 1 პირი რამდენჯერმე დაჭრა, მეორეს კი თავი გაუტეხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ს.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, […]
თურქეთის მოქალაქის სატვირთო მანქანაში ნახევარი კგ ჰეროინი აღმოაჩინეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1970 წელს დაბადებული ფ.დ. საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით […]
ზელიმხან ხანგოშვილი სანდრა რულოვსთან შეხვედრას აპირებდა მისი მკვლელობის დღეს
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით გამოკითხეს. ამისშესახებ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული […]
გერმანიაში ქართველი კანონიერი ქურდი გია ღოღელიანი დააკავეს
ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი (გია) ღოღელიანი 8 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში დააკავეს. 46 წლის კრიმინალური „ავტორიტეტი“ ბავარიის შტატის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს. ოფიციალურად მას გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას ედავებიან. პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, ღოღელიანი მიუნხენში უკრაინელ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 30 დღის ვადაში ევროკავშირის ტერიტორიას დაატოვებინებენ. არ არის გამორიცხული „კანონიერი ქურდი“ […]
კარტოგრაფების საქმეში კონტრდაზვერვის თანამშრომელი ოთარ კუპრაშვილი დაიკითხა
კარტოგრაფების საქმეში სამი ახალი ჩვენებიდან ერთ–ერთი კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ კუპრაშვილისაა, რომელიც კონტრდაზვერვაში 2014–2017 წლებში მუშაობდა. ოთარ კუპრაშვილის ჩვენებით, მან 2015 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით. მისი თქმითვე, საგარეო სამინისტრომ წერილზე არ უპასუხა და შეწყდა საქმის წარმოებაც, რომლის ფარგლებში ივერი მელაშვილიც გამოიკითხა. კარტოგრაფების ადვოკატების თქმით, კუპრაშვილის ჩვენება […]
იტალია 42 წლის ბორის წიკლაურს რუსეთს გადასცემს
იტალიაში დაკავებული 42 წლის საქართველოს მოქალაქის ბორის წიკლაურის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ ბოლონიის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქე, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა – ოჯახი ამტკიცებს, რომ მას რუსეთში სიკვდილით დასჯიან. “არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, რუსეთმა იმიტომ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, რომ თითქოს რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ საქართველოს […]
ბაღდათში “სპარი” გაქურდეს
ბაღდათში სუპერმარკეტ “სპარის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ გადაადგილების შეზღუდვის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გააღეს და შენობაში შესვლა ამ გზით მოახერხეს. მათ თანხის წაღებაც შეძლეს, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია. “სპარის” ბაღდათის ფილიალის თანამშრომლების თქმით, მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.










