სროლა თბილისში – ლომთათიძეზე 35 წლის მამაკაცი დაიჭრა

სროლა თბილისში - ლომთათიძეზე 35 წლის მამაკაცი დაიჭრანაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი დაჭრა. დაჭრას კი წინ მათ შორის კონფლიქტი უძღოდა.

მეზობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის მიზეზი მათთვის უცნობია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა. 35 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, გასროლის ხმა მეზობლად მცხოვრებმა არასრულწლოვნებმა გაიგეს, რომლებიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.